Wednesday, July 25, 2012

"გაზაფხული ჩემს სოფელში"

1. პროექტის სახელი: "გაზაფხული ჩემს სოფელში"
2. პროექტის მოკლე აღწერა: გაზაფხულის სურათების აღწერა საკუთარ სოფელში.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აღწერენ გაზაფხულის შემობრძანებას თავის სოფელში.აღწერენ ,თუ როგორ იცვლის სახეს ბუნება,როგორ იცვლება კლიმატი მათ მხარეში,აღწერენ რა ბუნებრივი მოვლენები მოყვება გაზაფხულის დადგომას.მიიღებენ მოინაწილეობას მოსავლის დათესვის პროცესში და ფოტოებზე აღბეჭდავენ ამას. ისინი აიღებენ ინტერვიუებს სოფლის უხუცესი ადამიანებისგან იმის შესახებ,თუ რა განსხვავებაა სოფლის წარსულსა და აწმყოს შორის,გაზაფხულთან დაკავშირებული რა ძველი ტრადიციები,ლექსები და სიმღერები შემორჩა მათ მეხსიერებას.ბავშვები ინტერნეტში მოიძიებენ საინტერესო მასალას საქართველოს სხვადასხვა კუთხის კლიმატის,ბუნებისა და წეს–ჩვეულებების შესახებ.მოძიებული მასალით შეადგენენ ფოტო–ალბომს და მოაწყობენ გამოფენას სკოლაში.
4. მონაწილეთა ასაკი: 10–13
5. ვადები: 1თვე
6. პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში: ჯგუფური მუშაობები (კუთხეების მიხედვით),მოგროვილი მასალისა და ინფორმაციის ბლოგზე განთავსება.

7.მოსალოდნელი შედეგები: ფოტო–ალბომების,ჩანახატებისა და ინტერვიუების ჩანაწერები,შექმნილი ბლოგი ბავშვებს გაუღრმავდებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიყვარული, დაინტერესდებიან მათი განსხვავებული ტრადიციებითა და ბუნებით. ისწავლიან ინტერნეტ–პროექტების კეთებას ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
8.სარგებელი სხვებისათვის: ბავშვები ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნებას, კლიმატს,ტრადიციებსა და წეს–ჩვეულებებს, ხალხურ შემოქმედებას. იქმნება მათ მიერ ახალი ბლოგები, ფოტო–ალბომები,რითაც ისინი ეჩვევიან კომპიუტერთან და ინტერნეტში მუშაობას.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია,
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ავტორი სახელი: ნინო კევლიშვილი
13. პროექტის ავტორის ელ. ფოსტა:kevlishvilini@.gmail com
14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment